პარასკევი, 17.05.2024, 13:25
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18
გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია" მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული. ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო". მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის" ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 473 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ბუკნარის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია გურიაში, ჩოხატაურის რაიონის, სოფელ ბუკნარში მდებარეობს. ეკლესია 2005 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე გაიხსნა. ტაძარი გურიის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე იოსებმა (კიკვიძე) აკურთხა. 17 მ სიმაღლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა. იგი მთლიანად მოხატულია სახარებისეული სცენებით. მშენებლობა 8 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ყოველი მნახველი აღტაცებულია ტაძრის არქიტექტურითა და მოხატულობის მაღალი მხატვრული დონით. ტაძარში შესული ადამიანი უნებლიეთ ხდება უდიდესი ღვთიური მადლით შთაგონებული და სულიერი სიმშვიდის სავანეში იმყუდროებს თავს
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 638 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

გურიის უდაბნოს (უდაბნო - უდაბური, კაცთაგან მიუვალი ადგილი) წმიდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი მდებარეობს ჩოხატაურის რაიონის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ შუა ამაღლების მთის ერთ-ერთ ციცაბო, კერძოდ, ნიგოით-საჯავახოს ქედის სამხრეთ კალთაზე, საიდანაც თვალწილ იშლება მთელი სამხრეთი გურია, თავისი განუმეორებელი სილამაზით, მდინარეებით - ბჟუჟითა და სუფსით. ნაწილობრივ მოჩანს აჭარა-გურიის ქედი, მის ქვემოთ ხინოს მთა, კიდევ უფრო ქვემოთ კი - ჭახათი მრისხანე ელიას ციხით
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 615 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. დაბა „ბოდბისი" უფალმა ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. და იმ დროიდან მოყოლებული წმიდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების ცხოველ წყაროდ იქცა ქართველი ერისათვის. 14 წლის იყო წმიდა ნინო, როცა ღვთისმშობლის ბრძანებით მისი წილხვედრი ქვეყნისკენ გამოემართა. აქ მან მრავალი ცრემლით, ლოცვითა და მკაცრი მოღვაწეობით სრულყო თავისი მოციქულებრივი ღვაწლი და წარმართობის ნისლით დაფარული ერი ჭეშმარიტების ნათელს აზიარა
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 533 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ჩვენი წინაპრების მაღალი სულიერების დადასტურებაა მყინვარწვერის კალთაზე მდებარე მეუდაბნოე განდეგილ მამათა სამოღვაწეო ქვაბულები, რომელთა სახელწოდებები: ნაბერალი, ბერების აბანო, ბეთლემი - დღემდე შემორჩა. ბეთლემის შესახებ გადმოცემა წმინდა ილია მართალმა თავის ერთ-ერთ პოემას „განდეგილს" დაუდო საფუძვლად. არსებობს უწყება
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 558 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სავანე. საკვირველი, სასწაულებრივი ადგილია ბეთანია! იგი თითქოს დროითა და სივრცითაც მოშორებია წარმავალ ცხოვრებას. აქ ჯერაც არ არის ელექტროობა, რადიო, ტელევიზორი, წყალგაყვანილობაც კი. ყველაფერი ისეა, როგორც ათასი წლის წინათ როდესაც აქ პირველად ფუძნდებოდა მონასტერი
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 746 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ლი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი თელავის სიახლოვეს მდებარეობს, ცივგომბორის მთის ტყით შეფენილ კალთაზე. სახელწოდება მონასტერმა ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული.

მონასტერი დაფუძნდა XVI ს-ის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის (1520-1574) და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად და აქვეა დაკრძალული.

მონასტრის დაარსების შესახებ არსებობს გადმოცემა: ახლადჯვარდაწერილ სამეფო წყვილს - მეფე ლევანსა და დედოფალ თინათინს იმ ადგილას შემოაღამდათ, სადაც ახლა შუამთის მონასტერია აგებული. მეფის ამალა გურიიდან მოასვენებდა ხატს, რომელიც დედოფალს განუშორებლად თან დაჰქონდა. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი ღამისთევისას ერთი შინდის ხის ქვეშ დაუბრძანებიათ. მეორე დღეს, როდესაც გამგზავრება დააპირეს, ხატი ადგილიდან ვერ დაძრეს, სანამ დედოფალმა არ აღუთქვა ამ ადგილზე ეკლესიის აგება და ძველი შუამთიდან მონასტრის აქ გადმოტანა.

კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 510 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში ატენის სიონი VII ს. I ნახევარშია აგებული. იგი მდინარე ატენთან ახლოს (გორის რაიონი), ფრიალო კლდის საგანგებო საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზეა აღმართული და მთელი ხეობის სამშვენისს წარმოადგენს. ატენის ხეობა, ატენის ხევი კი მდინარე ტანის აუზს მოიცავს, რომლის შემადგენლობაში ადრე მდინარე თეძმის ხეობაც შედიოდა. ხეობა უძველესი დროიდანვე ყოფილა დასახლებული, ხოლო იბერიის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ იგი სპასპეტის საგამგეოში შედიოდა.
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 519 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

კავკასიონს, გომბორის ქედსა და გარეკახეთის ზეგანს შორის მდებარე ველს, რომელსაც დღეს ალაზნის ველი ეწოდება, ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ძველად თურმე ალონი ერქვა. „ველი, ალონად წოდებული" ოდითგანვე კახეთის სამეფოს ნაწილი ყოფილა და კახეთის უდიდეს მდინარეს ალაზანსაც სახელი მისგან მიუღია.
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 575 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

გურიელი

გურიელი იყო წარჩინებული ოჯახის გვარი და მათი დინასტია დიდი ხნის განმავლობაში მართავდა გურიას. თავიდან გურიის ერისთავებად ვარდანიძეები ისხდნენ, მე–13 საუნიდან კი ისინი დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ და მიიღეს გვარი გურიელი. გურიის უკანასკნელი მთავარი იყო მამია მე–5 გურიელი.გურიელების ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი, საგვარეულოს საძვლე  – მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია სოფ. შემოქმედში.
კატეგორია: გურია | ნანახია: 1472 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

,,ფირალი" არაბული სიტყვაა და ნიშნავს გაქცეულს. გურული ფირალები ძალზედ განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ყაჩაღებისგან. მაგ: ისინი ართმევდნენ მდიდრებს და აძლევდნენ ღარიბებს. ვერც ერთი ყაჩაღი იმ სოფელს ვერ გაეკარებოდა, სადაც ფირალები ცხოვრობდნენ გაქცევამდე.  ამიტომაც, ხალხს ძალიან უყვარდათ ისინი და მხარს უჭერდნენ მათ. დროთა განმავლობაში ფირალები ლამის მითიურ პიროვნებებად იქცნენ, მათზე შექმნილი ლექსები და სიმღერები კი ფოლკლორის, ლეგენდების და ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. ყველა გურულ გლეხს, რომელიც უსამართლობას შეეჯახებოდა არ შეეძლო ტყეში გაქცევა ფირალად,  ეს მოითხოვდა უდიდეს ფიზიკურ ძალასა და გამძლეობას, ამიტომაც, ნამდვილი ფირალი გამოირჩეოდა სიძლიერით, სიმამაცით, სიმარჯვითა და ამასთანავე იყვნენ არაჩვეულებრივი მსროლელები. გლეხობასა და ადგილობრივ მთავრობას შორის დავას ისინი აგვარებდნენ და გლეხებს შეეძლოთ მშვიდობიანად გაეგრძელებინათ ცხოვრება თავიანთ სახლებში.

კატეგორია: გურია | ნანახია: 688 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

1892 წლიდან დაიწყო გურული მოჯირითეების განსაცვიფრებელი და ტრაგიკული ისტორია, როდესაც ისინი ინგლისში, პირველად, შეუერთდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილი ქოუდის Wild West show – ველური დასავლეთის შოუს. ხოლო 1893 წელს კი გურულები ჩავიდნენ აშშ–ში. გურულები ,,რუსი კაზაკების" სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და სხვა ცირკებისა და შოუების არენებზე, მათ საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს ქაუბოებზე.  გურულებს სხვადასხვა მიზეზთა გამო ეძახდნენ კაზაკებს, უმთავრესი ის გახლავთ, რომ ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთს იმპერიაში შედიოდა და აქედან გამომდინარე ყოველი მისი მოქალაქე რუსად მოიაზრებოდა.
კატეგორია: გურია | ნანახია: 1425 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

არსებობს ლეგენდა გურიის სახელწოდების შესახებ:იყო ინდოეთში მეფე-შედათი, მოინდომა ედემი გაეშენებინა. მოწიწებით მოახსენეს: შიგ ანგელოზები არ არიანო. მეფემ ბრძანა: მოიარეთ მთელი ქვეყანა და სადაც ნახოთ ,,გურიები” (ლამაზები), მომგვარეთო. შეკრიბეს ,,გურიებიდა ინდოეთს გაემართნენ. კავკასიაში რომ მოვიდნენ, გაიგეს შედეთმა სული განუტევა. გადაწყვიტეს ამ ტურფა მხარეში დავრჩეთო. ასე დასახლდნენ საქართველოში, კერძოდ გურიაში ,,გურიები
კატეგორია: გურია | ნანახია: 714 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ქ. ოზურგეთი– ქ. როკიშკისი

ქალაქი როკიშკისი პანევეჟესის პროვინციის დედაქალაქია. ის მდებარეობს ლიტვის ჩრდილო–აღმოსავლეთით. მისი მოსახლეობა შეადგენს 16,000 ადამიანს.

ქ. ოზურგეთსა და ქ. როკიშკის შორის თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერეა 2009 წ 24 ნოემბერს. 
კატეგორია: გურია | ნანახია: 525 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის განმარტებით, სახელი  ჩოხატაური წარმოშობილია მონღოლური სახელისგან „ჩაღატა" და ძველი სახელი ჩაღატურა  შეიცვალა სახელი „ჩოხატაური."ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მდიდარია კურორტრებითა და სამკურნალო წყლებით. აქ მდებარეობს ისეთი ცნობილი კურორტები, როგორიცაა ბახმარო და ნაბეღლავი. ეს უკანასკნელი განთქმულია ამავე სახელწოდების მინერალური წყლითაც
კატეგორია: გურია | ნანახია: 760 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ბუნება და მდებარეობა  

ლანჩხუთი საქართველოს ერთ–ერთ უძველესი ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მხარეს, გურიას ეკუთვნის. იგი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 533კვ.კლ–ია, რაც მთელი საქართველოს ტერიტორიის 0,98%–ს შეადგენს.მას დასავლეთით დაახლოებით 7 კმ–ზე აკრავს შავი ზღვა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: სუფსა, ფიჩორი, ლესისწყალი და სხვა.
კატეგორია: გურია | ნანახია: 642 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ბუნება და მდებარეობა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, მდინარეების ნატანებისა და სუფსის ხეობებში.
დასავლეთიდან აკრავს შავი ზღვა,
სამხრეთ–აღმოსავლეთით მესხეთის ქედის კალთები, მისი ფართობი შეადგენს676,35 კვ.მ–ს, მათ შორის სასოფლო სამეურნეო სავარგულეებს უკავია 230 კვ.კმ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: ნატანები, სუფსა,  ბჟუჟი, ჩოლოქი და სხვა.
კატეგორია: გურია | ნანახია: 952 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

საქართველოს 11 რეგიონიდან ტერიტორიის მიხედვით გურია ყველაზე პატარაა.  ის მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობსა და მიმდებარე მთიან ზონაში, მას აკრავს შავი ზღვის 22 კილომეტრიანი ზოლი. გურია, საქართველოს სხვა მხარეებისგან განსხვავებით, გამოირჩევა თავისი ეგზოტიკური სილამაზით, ლანდშაფტი უმეტესად მთაგორიანია. მისი გეოგრაფიული მდებარეობა უჩვეულოა, მთისა და ზღვის სიახლოვის გამო. გურია მდიდარია ისტორიული წარსულით, პოლიფონიური სიმღერებით, კულტურული მემკვიდრეობით და ტრადიციებით, ის აგრეთვე ცნობილია წყალუხვი მდინარეების სიმრავლით

კატეგორია: გურია | ნანახია: 563 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)