ხუთშაბათი, 02.05.2024, 06:19
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » გურია
გურიელი

გურიელი იყო წარჩინებული ოჯახის გვარი და მათი დინასტია დიდი ხნის განმავლობაში მართავდა გურიას. თავიდან გურიის ერისთავებად ვარდანიძეები ისხდნენ, მე–13 საუნიდან კი ისინი დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ და მიიღეს გვარი გურიელი. გურიის უკანასკნელი მთავარი იყო მამია მე–5 გურიელი.გურიელების ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი, საგვარეულოს საძვლე  – მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია სოფ. შემოქმედში.
კატეგორია: გურია | ნანახია: 1471 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

,,ფირალი" არაბული სიტყვაა და ნიშნავს გაქცეულს. გურული ფირალები ძალზედ განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ყაჩაღებისგან. მაგ: ისინი ართმევდნენ მდიდრებს და აძლევდნენ ღარიბებს. ვერც ერთი ყაჩაღი იმ სოფელს ვერ გაეკარებოდა, სადაც ფირალები ცხოვრობდნენ გაქცევამდე.  ამიტომაც, ხალხს ძალიან უყვარდათ ისინი და მხარს უჭერდნენ მათ. დროთა განმავლობაში ფირალები ლამის მითიურ პიროვნებებად იქცნენ, მათზე შექმნილი ლექსები და სიმღერები კი ფოლკლორის, ლეგენდების და ჩვენი ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა. ყველა გურულ გლეხს, რომელიც უსამართლობას შეეჯახებოდა არ შეეძლო ტყეში გაქცევა ფირალად,  ეს მოითხოვდა უდიდეს ფიზიკურ ძალასა და გამძლეობას, ამიტომაც, ნამდვილი ფირალი გამოირჩეოდა სიძლიერით, სიმამაცით, სიმარჯვითა და ამასთანავე იყვნენ არაჩვეულებრივი მსროლელები. გლეხობასა და ადგილობრივ მთავრობას შორის დავას ისინი აგვარებდნენ და გლეხებს შეეძლოთ მშვიდობიანად გაეგრძელებინათ ცხოვრება თავიანთ სახლებში.

კატეგორია: გურია | ნანახია: 686 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

1892 წლიდან დაიწყო გურული მოჯირითეების განსაცვიფრებელი და ტრაგიკული ისტორია, როდესაც ისინი ინგლისში, პირველად, შეუერთდნენ ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბაფალო ბილი ქოუდის Wild West show – ველური დასავლეთის შოუს. ხოლო 1893 წელს კი გურულები ჩავიდნენ აშშ–ში. გურულები ,,რუსი კაზაკების" სახელით 30 წელზე მეტ ხანს გამოდიოდნენ ბაფალო ბილისა და სხვა ცირკებისა და შოუების არენებზე, მათ საყოველთაო აღიარება მოიპოვეს და დიდი გავლენა იქონიეს ქაუბოებზე.  გურულებს სხვადასხვა მიზეზთა გამო ეძახდნენ კაზაკებს, უმთავრესი ის გახლავთ, რომ ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთს იმპერიაში შედიოდა და აქედან გამომდინარე ყოველი მისი მოქალაქე რუსად მოიაზრებოდა.
კატეგორია: გურია | ნანახია: 1424 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

არსებობს ლეგენდა გურიის სახელწოდების შესახებ:იყო ინდოეთში მეფე-შედათი, მოინდომა ედემი გაეშენებინა. მოწიწებით მოახსენეს: შიგ ანგელოზები არ არიანო. მეფემ ბრძანა: მოიარეთ მთელი ქვეყანა და სადაც ნახოთ ,,გურიები” (ლამაზები), მომგვარეთო. შეკრიბეს ,,გურიებიდა ინდოეთს გაემართნენ. კავკასიაში რომ მოვიდნენ, გაიგეს შედეთმა სული განუტევა. გადაწყვიტეს ამ ტურფა მხარეში დავრჩეთო. ასე დასახლდნენ საქართველოში, კერძოდ გურიაში ,,გურიები
კატეგორია: გურია | ნანახია: 713 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ქ. ოზურგეთი– ქ. როკიშკისი

ქალაქი როკიშკისი პანევეჟესის პროვინციის დედაქალაქია. ის მდებარეობს ლიტვის ჩრდილო–აღმოსავლეთით. მისი მოსახლეობა შეადგენს 16,000 ადამიანს.

ქ. ოზურგეთსა და ქ. როკიშკის შორის თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერეა 2009 წ 24 ნოემბერს. 
კატეგორია: გურია | ნანახია: 524 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის განმარტებით, სახელი  ჩოხატაური წარმოშობილია მონღოლური სახელისგან „ჩაღატა" და ძველი სახელი ჩაღატურა  შეიცვალა სახელი „ჩოხატაური."ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მდიდარია კურორტრებითა და სამკურნალო წყლებით. აქ მდებარეობს ისეთი ცნობილი კურორტები, როგორიცაა ბახმარო და ნაბეღლავი. ეს უკანასკნელი განთქმულია ამავე სახელწოდების მინერალური წყლითაც
კატეგორია: გურია | ნანახია: 759 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ბუნება და მდებარეობა  

ლანჩხუთი საქართველოს ერთ–ერთ უძველესი ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მხარეს, გურიას ეკუთვნის. იგი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 533კვ.კლ–ია, რაც მთელი საქართველოს ტერიტორიის 0,98%–ს შეადგენს.მას დასავლეთით დაახლოებით 7 კმ–ზე აკრავს შავი ზღვა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: სუფსა, ფიჩორი, ლესისწყალი და სხვა.
კატეგორია: გურია | ნანახია: 639 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ბუნება და მდებარეობა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, მდინარეების ნატანებისა და სუფსის ხეობებში.
დასავლეთიდან აკრავს შავი ზღვა,
სამხრეთ–აღმოსავლეთით მესხეთის ქედის კალთები, მისი ფართობი შეადგენს676,35 კვ.მ–ს, მათ შორის სასოფლო სამეურნეო სავარგულეებს უკავია 230 კვ.კმ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: ნატანები, სუფსა,  ბჟუჟი, ჩოლოქი და სხვა.
კატეგორია: გურია | ნანახია: 949 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

საქართველოს 11 რეგიონიდან ტერიტორიის მიხედვით გურია ყველაზე პატარაა.  ის მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობსა და მიმდებარე მთიან ზონაში, მას აკრავს შავი ზღვის 22 კილომეტრიანი ზოლი. გურია, საქართველოს სხვა მხარეებისგან განსხვავებით, გამოირჩევა თავისი ეგზოტიკური სილამაზით, ლანდშაფტი უმეტესად მთაგორიანია. მისი გეოგრაფიული მდებარეობა უჩვეულოა, მთისა და ზღვის სიახლოვის გამო. გურია მდიდარია ისტორიული წარსულით, პოლიფონიური სიმღერებით, კულტურული მემკვიდრეობით და ტრადიციებით, ის აგრეთვე ცნობილია წყალუხვი მდინარეების სიმრავლით

კატეგორია: გურია | ნანახია: 561 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

შობა
 გურულებს დღესასწაულებზე  სხვადასხვა რიტუალი ჰქონდათ, საშობაო რიტუალი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი მუცლის სალოცავებისა და  საშობაო ღველების დაცხობაა.  ღვეზლებს ადრე კეცებზე აცხობდნენ   ,, ... მუცლის სალოცავი პატარ-პატარა კოკრებია ყველით გატენილი და შუაზე ერთი გამხმარი კვერცხია დატანებული, ყველა ერთი ზომისა და ღირსებისაა. ღირსება  ყველისა და კვერცხის მეტნაკლებობაშია და თითოეულ სულზე თითო ცხვება. ღვეზელი სამკუთხედია, ამასაც სათითაოდ აცხობენ, მაგრამ ის არაა ერთი ზომის. აცხობენ საუფროსოს და საუმცროსოს, ზოგს თითო 4-5 კვერცხს ,,მიურთავდნენ”, განსაკუთრების გამოაცხობდნენ აგრეთვე სასტუმრო და მეალილოეს საჩუქარ ღვეზელს.” - აპოლონ წულაძე (,,ეთნოგრაფიული გურია")
კატეგორია: გურია | ნანახია: 1809 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 17.02.2011 | კომენტარი (1)

1 2 »