პარასკევი, 17.05.2024, 13:07
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 16

1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სახელმწიფოს სათავეში მოვიდნენ ბოლშევიკები. 1918 წელს საბჭოთა რუსეთმა სცადა საქართველოს დაპყრობა, თუმცა უშედეგოდ. 1918-1920 წლების რუსეთის სამოქალაქო ომის გამო ბოლშევიკებს საშუალება არ ჰქონდათ კავკასიაში აქტიური პოლიტიკა ეწარმოებინათ. 1920 წელს საქართველოს და საბჭოთა რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის

კატეგორია: საქართველოს ისტორია | ნანახია: 582 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 16.02.2011 | კომენტარი (0)

ლიხაურის ეკლესიაა - XII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ოფელ ლიხაურში.

არქიტექტურა

ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც ჩაშენებულია თლილი ქვით ნაგები  ოთხკუთხედი შემოგარენის მქონე სამრეკლო. ეკლესიის შენობა იმავე ქვითაა ნაშენი.
კატეგორია: გურია | ნანახია: 599 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 16.02.2011 | კომენტარი (0)

აჭის ეკლესია- XIII-XIV საუკუნეების დარბაზული ეკლესია აჭში, (ლიხაურის თემი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ოზურგეთიდან 9 კმ. მიეკუთვნება შემოქმედის ეპარქიას. ეკლესია მოქმედია 1991 წლიდან. 

არქიტექტურა

აჭის ეკლესია XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისშია აგებული. საშენ მასალად გამოყენებულია თლილი ქვა. ეკლესია შემოზღუდულია მაღალი, მყარად ნაგები ქვის გალავნით. როგორც ეკლესია, ასევე, გალავანი, მრავალჯერაა აღდგენილ-გამაგრებული.
კატეგორია: გურია | ნანახია: 708 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 16.02.2011 | კომენტარი (0)

ჯუმათის ეკლესია - მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. მდებარეობს გურიის მხარეში, სოფელ ჯუმათში. ოზურგეთიდან 14 კმ. გურიის ქედზე , მდინარე სუფსის ხეობაში.ჯუმათის ეკლესია იყო ეპარქიის ცენტრი, ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდინარეებს სუფსასა და რიონს შორის.
კატეგორია: გურია | ნანახია: 841 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 16.02.2011 | კომენტარი (0)

მდებარეობს მდ. ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე, ოზურგეთიდან სამხრეთ – დასავლეთით 7–8 კმ–ის დაშორებით. მონასტრის გორაკის ძირში გამოქვაბულია და ეს გამოქვაბული, წინათ, დაყუდებული  ბერების ნავთსაყუდელი ყოფილა. ამჟამად მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ელიზბარი (ბაბუხადია).
კატეგორია: გურია | ნანახია: 559 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 16.02.2011 | კომენტარი (0)