პარასკევი, 17.05.2024, 12:15
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 17
შობა
 გურულებს დღესასწაულებზე  სხვადასხვა რიტუალი ჰქონდათ, საშობაო რიტუალი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი მუცლის სალოცავებისა და  საშობაო ღველების დაცხობაა.  ღვეზლებს ადრე კეცებზე აცხობდნენ   ,, ... მუცლის სალოცავი პატარ-პატარა კოკრებია ყველით გატენილი და შუაზე ერთი გამხმარი კვერცხია დატანებული, ყველა ერთი ზომისა და ღირსებისაა. ღირსება  ყველისა და კვერცხის მეტნაკლებობაშია და თითოეულ სულზე თითო ცხვება. ღვეზელი სამკუთხედია, ამასაც სათითაოდ აცხობენ, მაგრამ ის არაა ერთი ზომის. აცხობენ საუფროსოს და საუმცროსოს, ზოგს თითო 4-5 კვერცხს ,,მიურთავდნენ”, განსაკუთრების გამოაცხობდნენ აგრეთვე სასტუმრო და მეალილოეს საჩუქარ ღვეზელს.” - აპოლონ წულაძე (,,ეთნოგრაფიული გურია")
კატეგორია: გურია | ნანახია: 1811 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 17.02.2011 | კომენტარი (1)

გურულები ამბობენ, – თქვენ რომ გლობალიზაციას ეძახით და გეშინიათ, მაი ამბავი ჩვენ 400 წლის წინ მოვილიეთ მაშინ, როცა მთელი ევროპა და განსაკუთრებით იტალიელები მთელ გურიაში ,,დაპრავაჟობდნენო." სტუმრებს ხომ ვერ გავყრიდით, რაფერც ქართველებს ეკადრება, ისე ვმასპინძლობდით, სამაგიეროდ, რაც კაი იცოდნენ, გადმოვიღეთ და შევისწავლეთო
კატეგორია: გურია | ნანახია: 731 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 17.02.2011 | კომენტარი (0)

"ლელოუძველესი ქართული სიტყვაა დაძალით გატანას ნიშნავს. ლელო ბრძოლას გავს.  შუხუთის ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა ძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს მივიწყებულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის , ბროწეულის წვენის და კიდევ რაღაც ინგრედიენტის (უცნობია შემადგენლობა) ნაზავია
კატეგორია: გურია | ნანახია: 612 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 17.02.2011 | კომენტარი (0)