ხუთშაბათი, 02.05.2024, 14:00
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » ტაძრები
  ნეკრესის ძველთაძველი ტაძარი ყვარელიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით, ნეკრესის მთაზე მდებარეობს. ნეკრესი მდინარე ალაზნის მარცხენა მხარესაა. მისი შესანიშნავი ადგილმდებარეობა და თვითონ ტაძრის სილამაზე ბევრ მნახველს აოცებს.
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 726 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქართლს VI საუკუნეში. 502 წელს სპარსელებმა მოსყიდულ მონას მოაკვლევინეს ვახტანგ გორგასალი, მათი მთავარი მოწინააღმდეგე კავკასიაში. 523 წელს სპარსელებს აუჯანყდა ქართლის მეფე გურგენი, რომელსაც კეისრის დახმარების იმედი ჰქონდა. როგორც ხშირად მომხდარა საქართველოს ისტორიაში, გურგენმა დახმარება ვერ მიიღო და დამარცხდა. იგი იძულებული გახდა, ოჯახითურთ თავი ეგრისის სამეფოსთვის შეეფარებინა. ქართლში მეფობა მოისპო და სპარსელთა მმართველობა დამყარდა.
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 800 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველთა ნათლობის წმიდათა-წმიდა ალაგას აგებული წმიდა სტეფანე პირველმოწამის ეკლესია, ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში. ადგილის სახელწოდების მიხედვით, სტეფანწმინდის ტაძარი ანტიოქიის სახელითაცაა ცნობილი. როგორც „ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს, იგი IV-V სს-ში, წმიდა მირიან მეფის შვილთაშვილსა და წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლის პაპას, არჩილ მეფეს აუგია სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად: „მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმიდისა მცხეთას, კართა-ზედა არაგჳსათა".
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 669 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

ფიტარეთის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მდინარე ხრამის შენაკადის თვალწარმტაც ხეობაში, ხეობის მარჯვენა მხარეს, შემაღლებულ ბექობზე მდებარეობს. კომპლექსი ირგვლივ ხშირი ტყით დაფარული მთებით არის გარემოცული. ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით არსებულ რელიეფზე სოფელი ყოფილა შეფენილი, სადაც ძველი, მცირე მასშტაბის ნასახლარების ნაშთებიღაა შემორჩენილი.
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 702 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

ლარგვისის მონასტერი ახალგორის რაიონში, მდინარე ქსნის ზედა ნაწილში ქსნისა და ჭურთის წყლის შესართავთან, ზღვის დონიდან 1100 მ. მდებარეობს. ლარგვისს პირველად XIV საუკუნის მატიანე „ძეგლი ერისთავთა" იხსენიებს VI საუკუნის მოვლენების თხრობასთან დაკავშირებით, როცა აქ დაარსდა ქალაქი და აშენდა ეკლესია. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ლარგვისი ცხრაძმისხევის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. ისტორიული ცნობებით დასტურდება, რომ ქსნის ხეობას შუა საუკუნეებში ერისთავები მართავდნენ. ისინი პირველად თავიანთ თავს „ქუენიფლეველებს" უწოდებდნენ, რადგან რეზიდენცია ქუენიფლევში ჰქონდათ (ქვენიფლევის ნანგრევები ლარგვისის სამხრეთითაა, ორიოდე კილომეტრის დაცილებით მთის ფერდობზე)
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 667 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

ქუთაისიდან ექვსი კილომეტრის დაშორებით, აღმოსავლეთით მდინარე წყალწითელას თვალწარმტაც ხეობაში, სოფელ მოწამეთაში მდებარეობს მოწამეთის მონასტერი. აქ მოხვედრა შეიძლება როგორც რკინიგზით, ისე სამანქანო გზით. 1958 წელს ქუთაის-ტყიბულის გზატკეცილიდან მონასტრამდე სამი კმ-ის სიგრძის სამანქანო გზა მოიყვანეს. იგი გვერდით ჩაუვლის სოფელს, გადაჭრის რკინიგზის ლიანდაგს და დასავლეთიდან მიადგება მდინარე წყალწითელას ხეობაში ღრმად შეჭრილ ციცაბო კლდოვან მაღლობს, სადაც მოწამეთის მონასტერი მდებარეობს.
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 808 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

მოქვის ტაძარი ოჩამჩირის რაიონში, მდ. მოქვის ნაპირას მდებარეობს. ეს ერთადერთია აფხაზეთის ტაძართა შორის, რომლის აგების შესახებ მოგვეპოვება წერილობითი საბუთი. „მატიანე ქარლისაჲ" გვამცნობს, რომ აფხაზთა მეფის, გიორგის ძე ლეონი (გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის ბიძა) კახეთში იყო სალაშქროდ, როცა მამის გარდაცვალების ამბავი მოუვიდა. „შეიქცა ლეონ და ეუფლა მამულსა და სამეფოსა თვსსა, რამეთუ მაშინვე შთავიდა აფხაზეთად, და განადიდა უფალმან ღმერთმან მეფობა მისი. მსგავსად მამისა მისისა, იყო იგიცა ღმრთისმოყუარე და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა ეკლესია მოქვისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა..."
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 660 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

მარტვილის მონასტერი დაარსებულია VI-VII სს-თა მიჯნაზე. გადმოცემით, აქ წარმართები თავიანთ კერპს - ჭყონდიდს (დიდი მუხა) დედისერთა ჩვილ-ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. მარტვილის ტრაპეზი სწორედ ამ მუხის ძირზეა დადგმული, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოქცევისას ანდრია პირველწოდებულმა სასწაულებრივად მოკვეთა. დიუბუა დე მონპერეს აზრით, დღევანდელი ტაძრის კედლებში ჩატანებულია მანამდე აქ მდგარი საკერპო სალოცავის ზოგიერთი ნაშთი.
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 736 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად. მათი ლაშქარი, რომელსაც სულთანი ჯალალ-ედ-დინი სარდლობდა, ორგზის შემოესია ქვეყანას. მტერი „აღაოხრებდეს საქართველოსა, არბევდეს და ტყვე-ჰყოფდეს და სრულად ხოცდეს და არავინ იყო ნუგეშინისმცემელი მათი...
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 867 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

XX საუკუნის დასაწყისისთვის ქართლ-კახეთში ცნობილი იყო სამი წმინდა ადგილი, რომლებიც იმ ჩვილბავშვიან დედებს მფარველობდა, რძე რომ არ ჰქონდათ. ერთი თბილისის ახლოს, უძოს მთაზე მდებარე ეკლესია გახლდათ, მეორე - წყარო მცხეთის ჯვრისაკენ მიმავალ გზაზე, მესამე კი - კახთუბნის მონასტერი. ეს მონასტერი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და გურჯაანის სამხრეთით, ქალაქიდან სამი კილომეტრის მოშორებით, კახთუბნის ხევის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. VIII-IX საუკუნეებში აგებული ტაძარი XVII საუკუნეში აღუდგენიათ. სწორედ ამ სახით მოაღწია მან ჩვენამდე. კახთუბნის ხევს, მონასტრის სახელის გავლენით, ყოვლადწმიდის ხევსაც ეძახიან.
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 742 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

1 2 3 »