პარასკევი, 17.05.2024, 04:59
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » გურიელი და გურიის სამთავრო
18:08
გურიელი და გურიის სამთავრო
გურიელი

გურიელი იყო წარჩინებული ოჯახის გვარი და მათი დინასტია დიდი ხნის განმავლობაში მართავდა გურიას. თავიდან გურიის ერისთავებად ვარდანიძეები ისხდნენ, მე–13 საუნიდან კი ისინი დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ და მიიღეს გვარი გურიელი. გურიის უკანასკნელი მთავარი იყო მამია მე–5 გურიელი.გურიელების ძირითადი რეზიდენცია იყო ოზურგეთი, საგვარეულოს საძვლე  – მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია სოფ. შემოქმედში.  


გურიის სამთავრო  

                     

1460 წელს როცა ბაგრატიონთა დინასტია შესუსტდა,ვარდანიძე გურიელების დინასტია დასავლეთ საქართველოს აჯანყებულ მთავრებს შეუერთდა,რომელთაც ბაგრატი ხელმძღვანელობდა,არ უნდოდა დამორჩილებოდა საქართველოს იმჟამინდელ მეფეს გიორგი–VIII-ს. მას შემდეგ რაც ბაგრატი იმერეთის მეფედ იკურთხა, დახმარების საპასუხოდ ახალ მონარქს უნდა შეექმნა სამთავროები მისი მოკავშირეებისათვის, გურიელები გურიის ნახევრად–დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ.


1491 წელს გურიის დამოუკიდებელი მთავარი იყო გიორგი I გურიელი, ამ დროისათვის გურიის სამთავრო ეკლესია, გურიელთაგან დასმულ მღვდელმთავრებს დაექვემდებარა. გურიის სამთავროში სამი ეპარქია შედიოდა: შემოქმედის, ჯუმათის და ხინოწმინდის ეპარქია. მე–16 საუკუნის შუა წლეებიდან როსტომ გურიელის დროს გურია იმერეთის სამეფოს გამოეყო, მაგრამ სერიოზულ პრობლემებს წააწყდა სამხრეთელი მეზობელი ოსმალებიდან, ოსმალებმა მიიტაცეს აჭარის სამხრეთ პროვინციები, ჩრდილოეთ ჭანეთი (გონიო) და მაჭახელა. მამია II გურიელმა გამოიყენა მაშინდელი ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარება და აჭარიდან განდევნა ოსმალები, მაგრამ მათთან ომის გაგრძელება ვერ შეძლო, იგი იძულებული გახდა აჭარა დაეთმო და ოსმალეთის სასარგებლოდ ხარკი ეკისრა.
მომდევნო წლებში დასავლეთ საქართველოში გაჩაღებულმა შინაომებმა,შეასუსტა გურია, სხვა ქართველ გამგებლებთან ბრძოლის დროს გურიელები დახმარებისათვის ხშირად სხვა ქართველ გამგებლებთან ბრძოლის დროს გურიელები დახმარებისათვის ხშირად მიმართავდენ ოსმალათს, ასევე იქცეოდნენ დასავლეთ საქართველოს სხვა მეფე მთავრები, რამაც დასავლეთ საქართველოში ოსმალების ბატონობას შეუწყო ხელი. მომდევნო ხანებში გურიის მთავრებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს: გიორგი III გურიელი და მამია III გურიელი ზოგჯერ სამეგრელოსა და იმერეთში გამეფებასაც ახერხებდნენ. 18 ს–ის დასაწყისში გურიის მთავარი დადიანთან და იმერეთის გამგებელთან ერთად რუსეთის დახმარების იმედით, ოსმალეთის წინააღმდეგ გამოვიდა, ამის საპასუროდ ოსმალებმა დასავლეთ საქართველო მოარბიეს. გურიის სამთავრომ დაკარგა ბათუმი და ჩაქვის მხარეები,  ხოლო გურიის ზღვისპირა ციხეებში ოსმალთა გარნიზონები ჩადგნენ.

1810 წლის 19 ივნისს მამია V გურიელმა რუსეთთან მფარველობითი ხელშეკრულება დადო. გურია რუსეთის იმპერიაში შევიდა როგორც ავტონომიური სამთავრო. ამის შემდეგ ოსმალთა შემოსევები შემცირდა, მაგრამ არ შეწყვეტილა.     მამია V გურიელის დროს გურიის სამთავროში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გაუმჯობესდა მმართველობის სისიტემა, გაიხსნა სკოლა ქ. ოზურგეთში, დაწესდა ყოველწლიური ბაზრობა "იარმარკა". ბაზრობებზე იწვევდნენ ევროპელ მუსიკოსებსა და მსახიობებს, მოწესრიგდა სახელმწიფო კანცელარიის საქმიანობა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სააღმშენებლო სამუშაოები, განვითარდა ვაჭრობა და შინამრეწველობა. 

1819–1820 წწ. იმერეთისა და გურიის აჯანყების დროს რუსეთის სარდლობამ გურიაში ჯარი შეიყვანა და იმერელ აჯანყებულების დახმარება ქაიხოსრო ბატონიშვილის შეპყრობა სცადა.         შემოქმედის ციხესთან მოკლეს რუსთა რაზმის უფროსი, პოლკოვნიკი პუზირევსკი. რუსთა დამსჯელმა რაზმმა ქაიხოსროასა და მის მომხრეთა მამულები მოარბია. ქაიხოსრო ბატონიშვილი თავისი მომხრეებით ემიგრაციაში წავიდა.

1826 წლის 26 ოქტომბერს გარდაიცვალა მამია  V გურიელი.რუსეთის სარდლობის მოთხოვნით გურიის გამგებლობა დაევალა სასამართლო საბჭოს, რომელსაც დედოფალი სოფიო თავჯდომარეობდა. სოფიომ სცადა ეს ვითარება თავისი ხელისუფლების გასაძლიერებლად გამოეყენებონა, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. დედოფალი სოფიო შვილებით ემიგრაციში წავიდა.

1828–1840 წლებში გურიას განაგებდა დროებითი მმართველობა. რომელშიც შედიოდნენ გურიის თვადები რუსი ოფიცრების თავჯდომარეობით. 1840 წელს გურიის დროებითი მმართველობა გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა

კატეგორია: გურია | ნანახია: 1472 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]