პარასკევი, 17.05.2024, 13:39
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 16 » ლიხაურის ციხე
15:18
ლიხაურის ციხე
ლიხაურის ეკლესიაა - XII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ოფელ ლიხაურში.

არქიტექტურა

ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც ჩაშენებულია თლილი ქვით ნაგები  ოთხკუთხედი შემოგარენის მქონე სამრეკლო. ეკლესიის შენობა იმავე ქვითაა ნაშენი. ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა. იგი კვადრატის ფორმისაა. დასავლეთიდან მიშენებული აქვს კარიბჭე, რომელიც მოგვიანებით უნდა იყოს მიდგმული. ეკლესიას ეტყობა გადაკეთების კვალი. საშენ მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის კარგათ გათლილი, მონაცრისფრო კვადრები, სახურავისთვის კი - ორფერდა კრამიტი.

მემკვიდრეობა

ეკლესიის ფრესკებიდან საინტერესოა ოთხი პორტრეტი ერისკაცთა. აქ ინახება ორი ძველი ქართული ხელნაწერი: "ოთხთავიდა "ჟამნი”. ეკლესიის ხატებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს: წმიდა იაკობის ხატი, რომელიც იმდენად ძველია, რომ ხეზე გამოსახულება არ ჩანს. ღმრთისმშობლის ხატი ჩვილით. ხის "კუბოში" ჩასვენებული მაცხოვრის მცირე ხატი წარწერების მიხედვით ისინი უძველესია გურიის ხატებს, რომლებიც გვხვდება შემოქმედში, ჯუმათში და ამ მხარის ზოგიერთ სხვა ეკლესიაში
კატეგორია: გურია | ნანახია: 600 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]