პარასკევი, 17.05.2024, 15:06
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 16 » შემოქმედის მონასტერი
15:11
შემოქმედის მონასტერი
მდებარეობს მდ. ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე, ოზურგეთიდან სამხრეთ – დასავლეთით 7–8 კმ–ის დაშორებით. მონასტრის გორაკის ძირში გამოქვაბულია და ეს გამოქვაბული, წინათ, დაყუდებული  ბერების ნავთსაყუდელი ყოფილა. ამჟამად მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ელიზბარი (ბაბუხადია).

არქიტექტურა

შემოქმედის მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა) და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია "ზარზმა”, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი
.

მემკვიდრეობა

შემოქმედის მონასტერი უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა და გააჩნდა მდიდარი წიგნთსაცავი . ი დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: "გულანი" და "ფუტკარიანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული, მასში ასევე მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი, VI და VII საუკუნეების ქალკედონიის კრების შემდეგ. შემოქმედის მონასტერი მდიდარ მამულებს ფლობდა. შემოქმედში მრავალი ძვირფასი ხატი და საეკლესიო ინვენტარი იყო დაცული. მათი უმრავლესობა ადგილზე იყო დამზადებული, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებიდან (ძირითადად სამცხე-საათაბაგოდან) გადატანილი.
კატეგორია: გურია | ნანახია: 560 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]