პარასკევი, 17.05.2024, 13:07
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 15 » შემოქმედის ეპარქია
17:17
შემოქმედის ეპარქია

შემოქმედის ეპარქია

არის
ვარაუდი, რომ პირველი შემოქმედელი მღვდელმთავარი XV საუკუნის მეორე მეოთხედში მოღვაწეობდა, მაგრამ მათი ვინაობა ცნობილი არ არის.  1963 წლის 26 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ეფრემ II მიერ დღეისათვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია I ხელდასხმულ იქნა პირველ შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპოსკოპოსად. შემდგომ შემოქმედისა და ბათუმის ეპარქიები გაერთიანდა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიად.

თანამედროვეობა

1995 წლის 4 აპრილის წმინდა სინოდის განჩინებით კვლავ აღსდგა შემოქმედის ეპარქია, რომელიც მოიცავს ოზურგეთის, ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს. 1995 წლის 7 აპრილს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით და წმიდა სინოდის განჩინებით, შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად იკურთხა და ეპარქიის მმართველად ეპისკოპოსი იოსები (კიკვაძე) დაინიშნა. 

1987-დან 1995 წლამდე გურიაში რვა ეკლესია-მონასტერი მოქმედებდა: შემოქმედის, აჭის, ლიხაურის, კვირიკეთის, დვაბზუს, ჯიხეთის მონასტერი, ჩოხატაურის, უდაბნოს სავანე. დღეს წირვა-ლოცვა შემოქმედის ეპარქიის 60-ზე მეტ ეკლესია-მონასტერში აღევლინება და 26 მღვდელმსახური მსახურობს.

გურიელების სასახლე

გურიელების სასახლე– ხუროთმოძღვრებსი ძეგლი ოზურგეთში. აშენებულია XIX საუკუნის 60–70 – იან წლებში. აშენდა როგორც თავადი გურიელების რეზიდენცია, რომელიც ამ შენობის აშენებამდე იდგა ოზურგეთის ერთ–ერთ უბანში. ე.წ სერზე.

შენობას იხსენიებს სერგეი მესხი, რომელმაც ის ნახა რუსეთ– ოსმალეთის ომის დროს და მოიხსენიებს, როგორც ,,უცნაური გემოვნებით აშენებულს". საბჭოთა პერიოდში შენობაში განლაგებული იყო მუზეუმი. ამჟამად ამ შენობაში შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსის რეზიდენციაა.

კატეგორია: გურია | ნანახია: 553 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]