პარასკევი, 17.05.2024, 09:39
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
15:58
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ბუნება და მდებარეობა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, მდინარეების ნატანებისა და სუფსის ხეობებში.
დასავლეთიდან აკრავს შავი ზღვა,
სამხრეთ–აღმოსავლეთით მესხეთის ქედის კალთები, მისი ფართობი შეადგენს676,35 კვ.მ–ს, მათ შორის სასოფლო სამეურნეო სავარგულეებს უკავია 230 კვ.კმ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: ნატანები, სუფსა,  ბჟუჟი, ჩოლოქი და სხვა.
საშუალო წლიური ტემპერატურა 12–14 C.
ოზურგეთს მთაგორიანი მდებარეობა აქვს. სამხრეთ–აღმოსავლეთით მოჩანს აჭარა გურიის მთა მდიდარი ტყეებით შემოსილი.    

ოზურგეთი, როგორც გეოგრაფიული ადგილის სახელწოდება გამომდინარეობს მისი რელიეფური მდგომარეობიდან და ნიშნავს ორ ზურგს შუა მდებარე ტერიტორიას. ჩრდილოეთით ასეთიურგი არის  „მოიდანახე" და სამხრეთით სერის გორაკები. „ორზურგეთი" რაც შემდეგ „ოზურგეთად" ჩამოყალიბდა.  

ოზურგეთიs მხარეში ბევრი ლამაზი სოფელია, მაგრამ განსაკუთრებით აღნიშვნის  ღირსია: აჭი (ლიხაური) და გომი (შემოქმედი). პირველი პატარა სოფელია, სადაც ჩამოედინება მდინარე აჭი, ულამაზეს ხეობაში  მივუყვებით დაკლაკნილ  გზას, რომელსაც მივყავართ გურია–აჭარის საზღვართან. მდინარე აჭისწყალი საუკეთესო საშუალებაა ზაფხულის სიცხისაგან დასაცავად და დასასვენებლად, აქვეა პატარა რესტორნები ქართული სამზარეულოთი, სადაც გაგიმასპინძლდებიან იქვე დაჭერილი კალმახით.
შემოქმედი
გურიის რეგიონის ერთ–ერთი ულამაზესი სოფელია მდინარე ბჟუჟის ხეობაში, სადაც ორი უძველესი მონასტერია განთავსებული. შემოქმედის  გაგრძელებაზე მდინარე ბჟუჟის ხეობაში, სოფ. გომში აგრეთვე არის მეორე საუკეთესო ადგილი დასვენებისა და პიკნიკისათვის. ასევე აღსანიშნავია ჰიდრო ელექტროსადგური, რომელიც დაახლოებით 50 წლისაა.

ოზურგეთის ისტორია

ოზურგეთი გურიის
სამთავროს  დედაქალაქი და გურიელების რეზიდენცია იყო.
საისტორო წყაროებში გურია პირველად მოხსენიებულია VIII საუკუნეში, მაშინ როცა მურვან ყრუ შემოესია საქართველოს. უკან დახევისას გაუვლია გზა გურიისა და „აღიყარა მუნით და შემოვლო გზა გურიისა".
ქალაქის ოფიციალური სტატუსი ოზურეთმა 1846 წლის 14 დეკემბერს რუსეთის მთავრობის მიერ მიიღო და ოზურგეთის მაზრა  შევიდა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში. 
1831 წელს გურია მოინახულა შვეიცარიელმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ, რომელმაც აღწერა ვაშნარი – გურიის "ძველი დედაქალაქი".მავე ხანებში მოგზაურობდნენ გიულდენშტეტი, ჟან ფრანსუა გამბა და სხვები, რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ გურიის გეოგრაფიული და სოციალურ–ეკონომიკური მხარის შესწავლით.  
მკვლევარი, ეთნოგრაფი თედო სახოკია 1897 წლის მოგზაურობის ჩანაწერებში აღნიშნავს: აჰა, ესეც კოპწია გურიის დედაქალაქიცა, ადამიანის ყურადღებას იპყრობს თავდაპირველად, ის უხვი მწვანე სამოსელი, რომელშიაც გახვეულია ოზურგეთი. ასე ბრძანებთ, შეცდომით ტყეში შევედი, სადაც შეცდომითვე სახლებია აშენებულიო. საშუალო ტანის ქუჩებს აქეთ–იქით მხარეზე ჩარიგებული აქვს სხვადასხვა სიდიდის ხეები, ზოგი – ადამიანის ხელით დარგული, ზოგიც თავისით ამოსული. სამი კაცი ვერ დაიჯერებს თუ ეს ქალაქი და არა სააგარაკო ადგილი."
1895 წელს გურიში მყოფი ინგლისელი ქართველოლოგი მარჯორი უორდროპი წერდა: „ გურიის დედაქალაქი ოზურგეთი–იგი პატარაა, ძლივს აღემატება დიდ სოფელს, მისი მკვიდრნი დიდ ინტერესს იჩენს ლიტერატურისადმი, აქვს თავისი სტამბა და მრავალ საყურადღებო წიგნს აქვეყნებენ." 

მმართველობა

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულელებელი ორგანო - მუნიციპალიტეტის გამგეობა.
კატეგორია: გურია | ნანახია: 952 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]