პარასკევი, 17.05.2024, 13:39
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 17 » ლელო– შუხუთის სავიზიტო ბარათი
15:42
ლელო– შუხუთის სავიზიტო ბარათი
"ლელოუძველესი ქართული სიტყვაა დაძალით გატანას ნიშნავს. ლელო ბრძოლას გავს.  შუხუთის ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა ძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს მივიწყებულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის , ბროწეულის წვენის და კიდევ რაღაც ინგრედიენტის (უცნობია შემადგენლობა) ნაზავია. ამას მოთამაშეებსაც ასმევდნენ ერთ ყლუპს. ეს ნაზავი ადამიანს ძალას და გამბედაობას მატებს. ფუთიანი ლელოს ბურთი თავისთავად ბრძოლის სიმძიმის აღმნიშვნელია, მნიშვნელობა არა აქვს რომელ მხარეს რამდენი მოთამაშეა, უბრალოდ  ვინც მეტ ძალას აგროვებს იმარჯვებს. ლელოს მხოლოდ ერთი რაინდული წესი აქვს- თუ ვინმე წაიქცევა თამაშის დროს, თამაში ჩერდება. ”წაქცეულს არ ურტყამენ”-  თამაში ზუსტად ისე მიმდინარეობს როგორც, ისტორიაში ბრძოლაა აღწერილი.  გამარჯვებული ის არის, ვინც ლელოს ღელის გადაღმა გადაიტანს თავის მოთამაშეებიანად.
თამაშის ფინალი ანუ გამარჯვების საზღაური მუდამ ერთია. ორივე მხარე თავისთვის ჩაუთქვამს რომელიმე გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანის ან ფრიად საპატივცემულო პიროვნების საფლავზე ბურთის ატანას, სულთათანას თქმას და შესანდობარის დალევას. დათმობა არ მოდის. გამარჯვებული გუნდის წარმომადგენლები დამარცხებულთან ერთად მიდიან საფლავზე და იქ  შესანდობარი ისმევა არამარტო იმ მიცვალებულის, სადაც ბურთი მიდის. სხვა დასასრული ამ თამაშს არასოდეს ჰქონია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ საფლავიდან ბურთი დაკარგულიყოს.
”შუხუთფერდთან” ბრძოლაში ერთმანეთს სისხლით და ტომით ერთნი, მაგრამ სხვადასხვა სარწმუნეობის ქართველები ებრძოდნენ. გამარჯვებულმა დამარცხებული, საკუთარი მიცვალებულის მსგავსად დაიტირა და დიდის პატივით მიაბარა მიწას. შუხუტის ლელოს იდენტურობა 153 წლის უკან ”შუხუთფერდის” ბრძოლასთან ცალსახად აშკარაა. სწორედ ამ ბრძოლის აღმნიშვნელი რიტუალია ლელოს თამაში აღდგომის დღეს სოფელ შუხუთში. ისეთივე, რიტუალი, როგორიც ხორუმია ცეკვა. უძველესი ბრძოლისწინა როკვის რიტუალი და როგორც ხორუმი იმეორებს თავის თავში ბრძოლის ელემენტებს, ”ლელო” 150 წელზე მეტია იმეორებს მის წიაღში გამართული საკვირველი ბრძოლის რიტუალს
კატეგორია: გურია | ნანახია: 613 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]