პარასკევი, 17.05.2024, 09:18
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
15:59
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ბუნება და მდებარეობა  

ლანჩხუთი საქართველოს ერთ–ერთ უძველესი ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მხარეს, გურიას ეკუთვნის. იგი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 533კვ.კლ–ია, რაც მთელი საქართველოს ტერიტორიის 0,98%–ს შეადგენს.მას დასავლეთით დაახლოებით 7 კმ–ზე აკრავს შავი ზღვა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: სუფსა, ფიჩორი, ლესისწყალი და სხვა. 

ისტორია

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917–მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში, 1921–დან ოზურგეთის მაზრაში. 1930–დან ცალკე რაიონია. 1960 წლიდან ლანჩხუთი გარდაიქმნა ქალაქად.არსებობს თქმულება, თითქოს სალაშქროდ მიმავალ თამარ მეფის ლაშქარს ლანჩხუთის ტერიტორიაზე მოსვლამდე ცხენებს ხუთი ლანჩის გამოცვლა დასჭირდა და ამის მიხედვით თითქოსდა მუნიციპალიტეტის სახელწოდებაც აქედან წარმოსდგაბა.ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" გარკვევით  წერს „ ლანჩუთს" და არა „ლანჩხუთს" „ჩქუ"– მეგრულად ნიშნავს „ჩანს", ასე რომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ „ლანჩხუთის", ნიშნავს სამზერს, „გადასახედს". უწინდელი სოფელი ლანჩხუთი  მაღლობში, გურია–აჭარის ქედის ფერდობზე იყო გაშენებული და მოსახლეობამ ქვევით, დაბლობში მოგვიანებით ჩამოიანცვლა.  
მმართველობა

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო -მუნიციპალიტეტის გამგეობა
კატეგორია: გურია | ნანახია: 642 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]