პარასკევი, 17.05.2024, 15:06
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 14 » ხალხური სიმღერის ლეგენდები
21:32
ხალხური სიმღერის ლეგენდები

არტემ ერქომაიშვილი- დაიბადა 1887 წლის 24 ოქტომბერს ს. მაკვანეთში. მას ადრეულ ასაკში  გამოაჩნდა არაჩვეულებრივი მუსიკალური მონაცემები. მისი პირველი მასწავლებელი იყო მამა გიგო და ბიძა გიორგი ბაბილოძე. ცნობილია მისი კომპოზიციები: ,,პატარა ქართველი". ,,ჩემი ბაღი", ,,სხვადასხვაგვარი სიყვარული", ,,სიმღერა სამშობლოზე", ,, სიმღერა გურიაზე". 1915 წელს არტემ ერქომაიშვილს მიენიჭა საქ. სსრ. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.გარდაიცვალა 1967 წლის 2 თებერვალს.  

ვარლამ ოქროპრის-ძე სიმონიშვილი დაიბადა 1884 წელს სოფელ შემოქმედში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა სხვადასხვა გუნდებს. მან აღზარდა მთელი თაობა  გურუlი მომღერლებისა, ამ  ბრწყინვალე შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანა გურული ხალხური სიმღერების განვითარებაში. მას შექმნილი აქვს ამა თუ იმ სიმღერის ცალკეული ხმების ვარიანტები, რომლებიც დღემდე ვარლამისეულადაა მიჩნეული. მას აგრეთვე შექმნილი აქვს საკუთარი სიმღერები, ზოგიერთი მათგანი ითვლება საუკეთესო გურულ სიმღერად. 

ვ. სიმონიშვილი გარდაიცვალ 1950 წლის 23 მარტს ოზურგეთში, დაკრძალულია, შემოქმედის მონასტრის ეზოში.

სამუელ თარხანის ძე ჩხიკვიშვილი - დაიბადა  1874 წლის 10 ნოემბერს, სოფელ დვაბზუში. სიმღერები მამა, შეასწავლა. იგი იყო ვ. სიმონისვილის მიერ ჩამოყალიბებული გუნდის წევრი. გარდაიცვალა 1990 წელს.  

გიორგი ბაბილოძე- დაიბადა 1835 წელს, სოფელ მაკვანეთში. გიორგის წინაპრებისგანდაყვა ნიჭი  და საუკეთესო ხმა. მამამისს ძლიერი ”გამყინავი” ხმა ქონდა. მას ცოლად ყავდა ასევე მომღერლის გიგო ერქომაიშვილის და. 1929 წელს გიორგიმ და გიგომ იმღერეს ლენინგრადსა და მოსკოვში. 90 წელს გადაცილებულმა მოხუცებმა აღტაცებაში მოიყვანეს ლენინგრადელი მსმენელი. კონცერტს ესწრებოდნენ გორკი, რომენ როლანი. ლოლანმა თქვა: ” ბედნიერია ის კუთხე, სადაც ასეთღი ხალხი ცხოვრობს, ბედნიერია ის ხალხი, რომლებსაცა სეთი სიმღერები აქვს”. 

 სამუელ დავითის ძე ჩავლეიშვილი- დაიბადა 1857 წელს, ასკანაში. შესანიშნავმა ნიჭმა და ხმამ სახელი გაუთქვა მთელს გურიაში. ის ახალგაზრდებს ასწავლიდა სიმღერას. მან გადატრიალება მოახდინა გურულ სიმრერაში, შემოიღო ეგრეთწოდებული თავისუფალი სიმღერა. მას ქონდა სიმღერის შესრულების არაჩვეულებრივი ოსტატობა და განუმეორებელი ტემბრი. ამიტომაც მას გურიის ბულბული შეარქვეს და იგი დღემდე რჩება პირველი ხმის საუკეთესო შემსრულებლად. 

ვაჟა ბარამიძე- დაიბადა სოფელ თავსურებში, იყო შეუდარებელი მოკრიმანჭულე. მისი კრიმანჭული თავსურეთიდან  კოლხეთის დაბლობებს სწვდებოდა. მიხეილ შავიშვილი დაიბადა 1920 წლის 15 ოქტომბერს ოზურგეთის სოფელ ჭანიეთში. მის მიერაა ჩამოყალიბებული ანსამბლი ,,შვიდკაცა" ოზურგეთში და ბავშვთა პირველი ფოლკლორული ანსამბლი ,,კრიმანჭული". მიხეილ შავიშვილი გარდაიცვალა 1999 წელს, დაკრძალულია ოზურგეთში.
კატეგორია: გურია | ნანახია: 852 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]