პარასკევი, 17.05.2024, 13:25
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 16 » ჯუმათის მამათა მონასტერი
15:13
ჯუმათის მამათა მონასტერი

ჯუმათის ეკლესია - მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. მდებარეობს გურიის მხარეში, სოფელ ჯუმათში. ოზურგეთიდან 14 კმ. გურიის ქედზე , მდინარე სუფსის ხეობაში.ჯუმათის ეკლესია იყო ეპარქიის ცენტრი, ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდინარეებს სუფსასა და რიონს შორის.

არქიტექტურა

ტაძარი ბაზილიკური ტიპისაა. მისი აგების თარიღი უცნობია. დ.ბაქრაძე მას შემოქმედის მონასტერზე ადრინდელად მიიჩნევს. ფრესკები XVI-XVIII ს.ს. თარიღდება. სამხრეთის მხრიდან  მიუშენებიათ ღმრთისმშობლის სახელობის ეკვდერი.მონასტერს გააჩნია გალავანი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები. გალავანში ჩაშენებულია სამრეკლო (1904 წ.).

მემკვიდრეობა

ჯუმათის მონასტერი საეკლესიო და საგანმანათლებლო ცხოვრების მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა. მონასტერი ცნობილია სიძველეებით: აქ იყო მრავალი ძვირფასი ხატი, ისტორიული პირებისა და თარიღების შემცველი ისტორიული წარწერები. XX საუკუნის დასაწყისში მონასტერი არაერთგზის გაიძარცვა. 1924 წლისათვის ჯუმათის მონასტრის სიძველეთაგან თითქმის აღარაფერი იყო შემორჩენილი. ჯუმათის მონასტრის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ვეებერთელა საწინამძღვრო ჯვარს. ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია წმინდა გიორგის ოქროში ნაჭედი ხატი. წმინდა გიორგი ხატზე გამოსახული იყო სრული სახით, ფარით ხელში, ცხენის გარეშე. მეცნიერები ხატს XI-XII სს. მიაკუთვნებენ. ეს ხატი 1921 წელს, სხვა სიძველეებთან ერთად, მონასტრის გაძარცვისას დაიკარგა. მისი ორი ფრაგმენტი ამჟამად ერმიტაჟში ინახება. 

კატეგორია: გურია | ნანახია: 842 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]