პარასკევი, 17.05.2024, 14:11
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 15 » გურული სიმღერა
16:02
გურული სიმღერა
პირველი გურული ფოლკლორული ჩანაწერები მოგვეპოვება მე–17 საუკუნიდან. გურულ სიმღერას მღერის ყაბალახით თავგაკრული (ნაციონალური თავსაბური), ჩოხა– ახალუხში(ნაციონალური ტანსაცმელი), დამბაჩ გარჭობილი, თავმომწონედ დოინჯ შემოყრილი, მაღალი ხმით, ისე უძრავად დგას ყაბალახზე ფოჩიც არ ერხევა, ხმები ნაწილდება. ნათელი ცას მიწვდება მაღლა მიიწევს სიცილ – კისკისით.  

კრიმანჭული -    კრიმანჭული სიმღერის ერთი წამყვანი ხმაა, მარტოდ დარჩენილი ახალგაზრდა კრიმანჭულობდა ტყეში, ყანაში და გზაში. კრიმანჭული დიდად სასიამოვნო მოსასმენი იყო, მეტადრე მყუდრო მთვარიან ღამეში. ზოგჯერ კრიმანჭული შეყვარებულთა საპაემანო ნიშანიც იყო.

ყანური ანუ ნადური- ნადური სიმღერა ძველი და ისტორიულია, ის წარმოშობილია ბატონყმობის დროს ყმა გლეხებში, მასში ცხადად ჩანს ბატონობის წინააღმდეგ შეთქმულება - ჯანყი, შეტევა, იერიში და გამარჯვება.  ყველა სიმღერაზე რთული იყო ყანური ანუ ნადური და მისის კარგი შემსრულებელიც იშვიათად მოიპოვებოდა.  სიმღერა ორპირი იყო და რვა კაცი სჭირდებოდა: მღეროდნენ ყანის თოხნის, მარგვლის დროს, ამიტომ დაერქვა მას ყანური, და რადგან იგი უნადოდ არ ითქმის , ამიტომ ნადურსაც ეძახიან. 

ელესა-ს ტვირთის აწევისა და გადატანის დროს მღეროდნენ, 40-60 წლის წინათ გურიაში ურმით ტვირთის ზიდვა არ იცოდნენ, არც საამისო გზა იყო და არც ხარები ჰყავდათ. საშენი ხე-ტყის მასალა და ჭირნახული ტყიდანდა ყანიდან ზურგითა და მხრებით გამოჰქონდათ.  ზოგჯერ უგზო-უკვლო ციცაბო კლდე- ღრისაგან უნდა გამოეტანათ მძიმე ტვირთი. მუშაობა ძლიერ სახიფათო იყო. ზოგიერთვისთვის იქნებ დაუჯერებელიც იყოს ამ დროს სიმღერა. ელესა ულექსო სიმღერა იყო, დღეს ნამდვილ ელესას ვეღარ გაიგონებთ.

ხელხვავი- ხელხვავი ბარაქასა და სიუხვეს ნიშნავს. ხელხვავი სიმინდის რჩევის სიმღერა იყო. როგორც, ნადურს თოხს ააყოლებდნენ, ისე ხელხვავს ხელები უნდა აყოლოდა. ხელხვაცვი შრომას აადვილებდა, ახალისებდა და გურილად რომ ვთქვათ, ახვავრიელებდა.

აგიდელა და აგუნა - აგიდელა და აგუნას ღვინის კულტის- ბახუსის საპატივცემულოთ მღეროდნენ. ეს ორივე სიმღერა ერთმანეთს ენათესავება. ა-გიდელა შრომის სიმღერაა, აგუნა კი საახალწლო და ღვინის დედის- ყურძნის  სიუხვის.
კატეგორია: გურია | ნანახია: 2099 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]