პარასკევი, 17.05.2024, 09:18
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » გურიის სახელწოდების ეტიმოლოგია
18:00
გურიის სახელწოდების ეტიმოლოგია
არსებობს ლეგენდა გურიის სახელწოდების შესახებ:იყო ინდოეთში მეფე-შედათი, მოინდომა ედემი გაეშენებინა. მოწიწებით მოახსენეს: შიგ ანგელოზები არ არიანო. მეფემ ბრძანა: მოიარეთ მთელი ქვეყანა და სადაც ნახოთ ,,გურიები” (ლამაზები), მომგვარეთო. შეკრიბეს ,,გურიებიდა ინდოეთს გაემართნენ. კავკასიაში რომ მოვიდნენ, გაიგეს შედეთმა სული განუტევა. გადაწყვიტეს ამ ტურფა მხარეში დავრჩეთო. ასე დასახლდნენ საქართველოში, კერძოდ გურიაში ,,გურიები”.  

გურია, როგორც საკმაოდ მდიდარი მხარე, ძველთაგანვე იქცევდა უცხოელთა ყურადღებას. აქ მოდიოდნენ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მოგზაურები, რომლებმაც საინტერესო ცნობები დაგვიტოვეს ამ მხარის შესახებ, საინტერესოა თვით სახელი ,,გურია”. ძველი მწერლები გურიას - გორგურის ეძახდნენ.

სულხან-საბა ორბელიანი ლექსიკონში გურიაობა ახსნილია შემდეგი სიტყვებით ,,მიდევნება არევით.” გურია, რომლის მკვიდრთა თვისებას შეადგენს გურიააობა, ნიშნავს - დაუცხრომელთა სამყოფელს. უფრო გვიანდელი ცნობებით იმ დროს როცა საქართველო იყო ძალიან მდიდარი და მისი საზღვრები გადაჭიმული იყო ,, ნიკოფსიიდან" ,,დარუბანდამდე," გურია მდებარეობდა საქართველოს შუა გულში.  ლინგვისტური ახსნა ამ ჰიპოტეზის ასეთია:  გური მეგრულად ნიშნავს გულს. მიუხედავად მრავალი მკვლევარის ცდისა, გურიის სახელწოდება დღემდე დაუდგენელია. მარი ბროსეს აზრით, გურია შესაძლოა მომდინარეობდეს ცეცხლთაყვანისმცემელთა ერთ-ერთი სახელწოდებისაგან ,,გუარე, თუმცა ამ მოსაზრებას სიმყარე აკლია, ვინაიდან მას არ ახლავს ლინგვისტური კვლევა-ძიება. სავარაუდოდ, ,,გურიაურარტუულ წყაროებშიც გვხვდება (ძვ.. VIII .), მოიხსენიება ,,ქვეყანა კურიანთა”- ფორმით, რომელიც ასურულ წყაროებში ,,გურიანას ოლქადიწოდება. . მეგრელიძის შეხედულებით, რომელიც უფრო . მარის ახსნას ემყარება, გურ ძირის საფუძვლები მეგრულ-ჭანური წარმომავლობისაა
კატეგორია: გურია | ნანახია: 714 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]