პარასკევი, 17.05.2024, 08:51
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
16:00
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის განმარტებით, სახელი  ჩოხატაური წარმოშობილია მონღოლური სახელისგან „ჩაღატა" და ძველი სახელი ჩაღატურა  შეიცვალა სახელი „ჩოხატაური."ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მდიდარია კურორტრებითა და სამკურნალო წყლებით. აქ მდებარეობს ისეთი ცნობილი კურორტები, როგორიცაა ბახმარო და ნაბეღლავი. ეს უკანასკნელი განთქმულია ამავე სახელწოდების მინერალური წყლითაც. 

ბუნება და მდებარეობა

მდებარეობს  დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობის სამხრეთ ნაწილში. ფართობი შეადგენს –822 კვ. მ–ს. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 60% ზეგნებსა და მთებს უკავია.უხვადაა სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეები. ტყეები მდიდარია გარეული ცხოველებით და ფრინველებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არის ერთი ტბა და ორი გუბურა. მხარეს ჩამოუდის ორი წყალუხვი მდინარე: სუფსა და გუბაზეული, რომლებიც ქმნიან მათზე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შესაძლებლობას, რაც ეკონომიურ ეფექტს მისცემს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის არამედ მთელ რეგიონს. სუფსა და გუბაზეულის სათავეებთან, დაახლოებით  2500–2800 მეტრზე ზღვის დონიდან არის ბუნების იშვიათობა –„ჯაჯის ტბა" და „ნახომალდე".

საზღვრები

ჩოხატაურის დასავლეთით ესაზღვრება ოზურგეთის, აღმოსავლეთით - ვანის, სამხრეთით – ხულოსა და ადიგენის, ხოლო ჩრდილოეთით–სამტრედიისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.
 

ისტორია

ჩოხატაურის ტერიტორია 1917წ–მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრაში, 1912წ–დან ოზურგეთის მხარე, 1930–63წწ დამოუკიდებელი რაიონი იყო. 1963–64წ. შედიოდა მახარაძის რაიონში, 1965წ–დან ცალკე მუნიციპალიტეტია. 
 

მმართველობა

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - მუნიციპალიტეტის გამგეობა
კატეგორია: გურია | ნანახია: 760 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]