პარასკევი, 17.05.2024, 14:11
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 18 » ბეთლემის გამოქვაბული მყინვარწვერზე
20:18
ბეთლემის გამოქვაბული მყინვარწვერზე

ჩვენი წინაპრების მაღალი სულიერების დადასტურებაა მყინვარწვერის კალთაზე მდებარე მეუდაბნოე განდეგილ მამათა სამოღვაწეო ქვაბულები, რომელთა სახელწოდებები: ნაბერალი, ბერების აბანო, ბეთლემი - დღემდე შემორჩა. ბეთლემის შესახებ გადმოცემა წმინდა ილია მართალმა თავის ერთ-ერთ პოემას „განდეგილს" დაუდო საფუძვლად. არსებობს უწყება, რომ ბეთლემის გამოქვაბულში მოსეს კარავი და მაცხოვრის აკვანი ინახებოდა. იქ წმიდა და ღმერთშემოსილი მამები VI საუკუნიდან აღასრულებდნენ ბერულ ღვაწლს. ბეთლემი მსოფლიოში არსებულ მართლმადიდებელ ტაძართა შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ ადგილას, 4100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

1999 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, მყინვარწვერზე მთასვლელთა დახმარებით ავიდნენ სასულიერო პირებიც მთავარეპისკოპოს ნიკოლოზის წინამძღვრობით და იქ, ზღვის დონიდან 4000 მეტრზე წმიდა სამების მცირე ტაძარი დადგეს და პირველი წირვაც აღავლინეს

კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 559 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]