პარასკევი, 17.05.2024, 11:35
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » 2011 » თებერვალი » 16 » აჭის წმინდა გიორგის ეკლესია
15:17
აჭის წმინდა გიორგის ეკლესია

აჭის ეკლესია- XIII-XIV საუკუნეების დარბაზული ეკლესია აჭში, (ლიხაურის თემი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ოზურგეთიდან 9 კმ. მიეკუთვნება შემოქმედის ეპარქიას. ეკლესია მოქმედია 1991 წლიდან. 

არქიტექტურა

აჭის ეკლესია XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისშია აგებული. საშენ მასალად გამოყენებულია თლილი ქვა. ეკლესია შემოზღუდულია მაღალი, მყარად ნაგები ქვის გალავნით. როგორც ეკლესია, ასევე, გალავანი, მრავალჯერაა აღდგენილ-გამაგრებული. 

მემკვიდრეობა

ეკლესიის უმთავრესი სიმდიდრე მისი ფრესკები და ასომთავრული წარწერებია. კედლების მოხატულობიდან ყურადღებას იპყრობს: "ჯვარცმა”, "ხარება”, "ღმრთისმშობლის მიძინება”, "ქრისტეს შესვლა იერუსალიმში”, "წმიდა მამები”...აჭის ეკლესიის მიმართ გურიის მთავრები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ. სვიმონ II გურიელმა აჭი საწინამძღვროდ აქცია. ქაიხოსრო I-მა მას უხვი შეწირულობა უბოძა და შემოქმედის მეტოქად-ჰყო. აჭის წინამძღვრობა მინიჭებული ჰქონდათ სალუქვაძე-თაყაიშვილების საგვარეულოს. მათგან აღსანიშნავია XVII საუკუნეში მოღვაწე წინამძღვარი იოსებ თაყაიშვილი, რომელიც შემდგომ შემოქმედის მიტროპოლიტი გახდა. მას განუახლებია ვერცხლით მოჭედილი ჯვარცმის ხატი და მხატვარ იობისა და ოქრომჭედელ გრიგოლის შესრულებული წმინდა გიორგის მოოქრული ვერცხლის ხატი. 
კატეგორია: გურია | ნანახია: 708 | დაამატა: INFONIKA | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]