პარასკევი, 17.05.2024, 04:51
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » ტაძრები
XVIII . 70-იან წლებში ერეკლე II-ის მეუღლეს დარეჯან დედოფალს ავლაბრის ტერიტორიაზე, ძველი ციხის ნანგრევებზე, სასახლე და წმინდა ირაკლისა და წმინდა დარიას სახელობის კარის ეკლესია აუგია. ეკლესიის აგების თარიღად 1789 წელია მოხსენიებული
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 595 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

გურჯაანის რაიონში, სოფელ ზეგაანის მახლობლად, ხშირ ტყეში მდებარეობს სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედის V -ის წმ. მარინეს ეკლესია, VI-VII სს-ის ყოვლადწმიდის სამეკლესიანი ბაზილიკა, მოხატული XVI-XVII სს-ში, და სხვადასხვა დროის მცირე სამლოცველოები, მარანი და სხვა ნაგებობათა ნანგრევები; მონასტერს გარს ევლება დაბალი გალავნის კედელი
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 467 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

აქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30 კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, მიუვალი, ასი მეტრის იმაღლის კლდეში, ხუთასი მეტრის სიგრძეზე, მდებარეობს ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი - ვარძიის სამონასტრო კომპლექსი

კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 526 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

ერთაწმინდაესტატე წმინდის" შეცვლილი ფორმაა. წმიდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი დგას კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში. თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორ თავისუფლად მდგარ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია. ტაძარს აქვს მხატვრობაც
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 492 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

დავით გარეჯის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს გარე კახეთში. იგი გადაჭიმულია გარეჯის მთის ნახევრად უდაბურ კალთებზე 25 კილომეტრის მანძილზე და დღესაც ანცვიფრებს მნახველს სამშენებლო ხელოვნებისა და ფერწერის მაღალი მხატვრული ღირებულებით.
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 500 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 20.02.2011 | კომენტარი (0)

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია" მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული. ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა სამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო". მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის" ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 473 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ბუკნარის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია გურიაში, ჩოხატაურის რაიონის, სოფელ ბუკნარში მდებარეობს. ეკლესია 2005 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე გაიხსნა. ტაძარი გურიის ეპარქიის ეპისკოპოსმა მეუფე იოსებმა (კიკვიძე) აკურთხა. 17 მ სიმაღლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა. იგი მთლიანად მოხატულია სახარებისეული სცენებით. მშენებლობა 8 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ყოველი მნახველი აღტაცებულია ტაძრის არქიტექტურითა და მოხატულობის მაღალი მხატვრული დონით. ტაძარში შესული ადამიანი უნებლიეთ ხდება უდიდესი ღვთიური მადლით შთაგონებული და სულიერი სიმშვიდის სავანეში იმყუდროებს თავს
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 637 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

გურიის უდაბნოს (უდაბნო - უდაბური, კაცთაგან მიუვალი ადგილი) წმიდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი მდებარეობს ჩოხატაურის რაიონის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ შუა ამაღლების მთის ერთ-ერთ ციცაბო, კერძოდ, ნიგოით-საჯავახოს ქედის სამხრეთ კალთაზე, საიდანაც თვალწილ იშლება მთელი სამხრეთი გურია, თავისი განუმეორებელი სილამაზით, მდინარეებით - ბჟუჟითა და სუფსით. ნაწილობრივ მოჩანს აჭარა-გურიის ქედი, მის ქვემოთ ხინოს მთა, კიდევ უფრო ქვემოთ კი - ჭახათი მრისხანე ელიას ციხით
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 614 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. დაბა „ბოდბისი" უფალმა ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. და იმ დროიდან მოყოლებული წმიდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების ცხოველ წყაროდ იქცა ქართველი ერისათვის. 14 წლის იყო წმიდა ნინო, როცა ღვთისმშობლის ბრძანებით მისი წილხვედრი ქვეყნისკენ გამოემართა. აქ მან მრავალი ცრემლით, ლოცვითა და მკაცრი მოღვაწეობით სრულყო თავისი მოციქულებრივი ღვაწლი და წარმართობის ნისლით დაფარული ერი ჭეშმარიტების ნათელს აზიარა
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 533 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ჩვენი წინაპრების მაღალი სულიერების დადასტურებაა მყინვარწვერის კალთაზე მდებარე მეუდაბნოე განდეგილ მამათა სამოღვაწეო ქვაბულები, რომელთა სახელწოდებები: ნაბერალი, ბერების აბანო, ბეთლემი - დღემდე შემორჩა. ბეთლემის შესახებ გადმოცემა წმინდა ილია მართალმა თავის ერთ-ერთ პოემას „განდეგილს" დაუდო საფუძვლად. არსებობს უწყება
კატეგორია: ტაძრები | ნანახია: 558 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 3 »