პარასკევი, 17.05.2024, 07:41
მოგესალმები, სტუმარი
მთავარი » მასალის არქივი
ბუნება და მდებარეობა  

ლანჩხუთი საქართველოს ერთ–ერთ უძველესი ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მხარეს, გურიას ეკუთვნის. იგი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 533კვ.კლ–ია, რაც მთელი საქართველოს ტერიტორიის 0,98%–ს შეადგენს.მას დასავლეთით დაახლოებით 7 კმ–ზე აკრავს შავი ზღვა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: სუფსა, ფიჩორი, ლესისწყალი და სხვა.
კატეგორია: გურია | ნანახია: 641 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

ბუნება და მდებარეობა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, მდინარეების ნატანებისა და სუფსის ხეობებში.
დასავლეთიდან აკრავს შავი ზღვა,
სამხრეთ–აღმოსავლეთით მესხეთის ქედის კალთები, მისი ფართობი შეადგენს676,35 კვ.მ–ს, მათ შორის სასოფლო სამეურნეო სავარგულეებს უკავია 230 კვ.კმ.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: ნატანები, სუფსა,  ბჟუჟი, ჩოლოქი და სხვა.
კატეგორია: გურია | ნანახია: 951 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

საქართველოს 11 რეგიონიდან ტერიტორიის მიხედვით გურია ყველაზე პატარაა.  ის მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობსა და მიმდებარე მთიან ზონაში, მას აკრავს შავი ზღვის 22 კილომეტრიანი ზოლი. გურია, საქართველოს სხვა მხარეებისგან განსხვავებით, გამოირჩევა თავისი ეგზოტიკური სილამაზით, ლანდშაფტი უმეტესად მთაგორიანია. მისი გეოგრაფიული მდებარეობა უჩვეულოა, მთისა და ზღვის სიახლოვის გამო. გურია მდიდარია ისტორიული წარსულით, პოლიფონიური სიმღერებით, კულტურული მემკვიდრეობით და ტრადიციებით, ის აგრეთვე ცნობილია წყალუხვი მდინარეების სიმრავლით

კატეგორია: გურია | ნანახია: 562 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 18.02.2011 | კომენტარი (0)

შობა
 გურულებს დღესასწაულებზე  სხვადასხვა რიტუალი ჰქონდათ, საშობაო რიტუალი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი მუცლის სალოცავებისა და  საშობაო ღველების დაცხობაა.  ღვეზლებს ადრე კეცებზე აცხობდნენ   ,, ... მუცლის სალოცავი პატარ-პატარა კოკრებია ყველით გატენილი და შუაზე ერთი გამხმარი კვერცხია დატანებული, ყველა ერთი ზომისა და ღირსებისაა. ღირსება  ყველისა და კვერცხის მეტნაკლებობაშია და თითოეულ სულზე თითო ცხვება. ღვეზელი სამკუთხედია, ამასაც სათითაოდ აცხობენ, მაგრამ ის არაა ერთი ზომის. აცხობენ საუფროსოს და საუმცროსოს, ზოგს თითო 4-5 კვერცხს ,,მიურთავდნენ”, განსაკუთრების გამოაცხობდნენ აგრეთვე სასტუმრო და მეალილოეს საჩუქარ ღვეზელს.” - აპოლონ წულაძე (,,ეთნოგრაფიული გურია")
კატეგორია: გურია | ნანახია: 1811 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 17.02.2011 | კომენტარი (1)

გურულები ამბობენ, – თქვენ რომ გლობალიზაციას ეძახით და გეშინიათ, მაი ამბავი ჩვენ 400 წლის წინ მოვილიეთ მაშინ, როცა მთელი ევროპა და განსაკუთრებით იტალიელები მთელ გურიაში ,,დაპრავაჟობდნენო." სტუმრებს ხომ ვერ გავყრიდით, რაფერც ქართველებს ეკადრება, ისე ვმასპინძლობდით, სამაგიეროდ, რაც კაი იცოდნენ, გადმოვიღეთ და შევისწავლეთო
კატეგორია: გურია | ნანახია: 731 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 17.02.2011 | კომენტარი (0)

"ლელოუძველესი ქართული სიტყვაა დაძალით გატანას ნიშნავს. ლელო ბრძოლას გავს.  შუხუთის ლელოს გატანის წესები ასეთია: ბურთი იწონის ერთ ფუთს (16 კილოგრამს). ბურთის ტყავი ივსება სილით და ნახერხით. ძველად სანამ ბურთს ბოლომდე მოკერავდნენ, მანამდე აღდგომის წინა ღამეს, ბურთში აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა ძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული გაქრისტიანებული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს მივიწყებულია. აგუნა შავი ღვინის, თაფლის , ბროწეულის წვენის და კიდევ რაღაც ინგრედიენტის (უცნობია შემადგენლობა) ნაზავია
კატეგორია: გურია | ნანახია: 612 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 17.02.2011 | კომენტარი (0)

1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ სახელმწიფოს სათავეში მოვიდნენ ბოლშევიკები. 1918 წელს საბჭოთა რუსეთმა სცადა საქართველოს დაპყრობა, თუმცა უშედეგოდ. 1918-1920 წლების რუსეთის სამოქალაქო ომის გამო ბოლშევიკებს საშუალება არ ჰქონდათ კავკასიაში აქტიური პოლიტიკა ეწარმოებინათ. 1920 წელს საქართველოს და საბჭოთა რუსეთს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის

კატეგორია: საქართველოს ისტორია | ნანახია: 582 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 16.02.2011 | კომენტარი (0)

ლიხაურის ეკლესიაა - XII საუკუნის II ნახევრის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ოფელ ლიხაურში.

არქიტექტურა

ეკლესია მდებარეობს სოფლის ცენტრში შემაღლებულ ბორცვზე. ეკლესიას ერთი მხრიდან იცავს ქვის გალავანი, რომელშიც ჩაშენებულია თლილი ქვით ნაგები  ოთხკუთხედი შემოგარენის მქონე სამრეკლო. ეკლესიის შენობა იმავე ქვითაა ნაშენი.
კატეგორია: გურია | ნანახია: 599 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 16.02.2011 | კომენტარი (0)

აჭის ეკლესია- XIII-XIV საუკუნეების დარბაზული ეკლესია აჭში, (ლიხაურის თემი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ოზურგეთიდან 9 კმ. მიეკუთვნება შემოქმედის ეპარქიას. ეკლესია მოქმედია 1991 წლიდან. 

არქიტექტურა

აჭის ეკლესია XIII საუკუნის დასასრულსა და XIV საუკუნის დასაწყისშია აგებული. საშენ მასალად გამოყენებულია თლილი ქვა. ეკლესია შემოზღუდულია მაღალი, მყარად ნაგები ქვის გალავნით. როგორც ეკლესია, ასევე, გალავანი, მრავალჯერაა აღდგენილ-გამაგრებული.
კატეგორია: გურია | ნანახია: 707 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 16.02.2011 | კომენტარი (0)

ჯუმათის ეკლესია - მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია. მდებარეობს გურიის მხარეში, სოფელ ჯუმათში. ოზურგეთიდან 14 კმ. გურიის ქედზე , მდინარე სუფსის ხეობაში.ჯუმათის ეკლესია იყო ეპარქიის ცენტრი, ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდინარეებს სუფსასა და რიონს შორის.
კატეგორია: გურია | ნანახია: 841 | დაამატა: INFONIKA | თარიღი: 16.02.2011 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 »